|
2022-12-27 17:41:52, 1003 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია - ხელისუფლება არის, ის ვინც დარდობს, რომ სააკაშვილს რამე ცუდი არ დაემართოს
ერთადერთი, ხელისუფლება არის, მართლა ვინც დარდობს იმაზე, რომ ამ კაცს რამე ცუდი არ დაემართოს, - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ მიხეილ სააკაშვილზე. მისივე თქმით, ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის თემით სპეკულირება და შიდა დაპირისპირება ხდება. მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის გადასაწყვეტია, პრეზიდენტისგან კი პასუხი “არა და არასდროს” იყო. "საქართველოს პრეზიდენტი, ზოგადად, ეს ინსტიტუცია დამოუკიდებელი არის სახელმწიფოში და მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მისი უფლებაა. მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილება მიიღებს, უბრალოდ, მახსოვს, რომ მან თქვა "არა და არასოდეს". სიახლეს ან მის განწყობას არ ვიცნობ. პარაზიტირებენ სააკაშვილით, ხოცავენ ერთმანეთს, კუ და მორიელის დაპირისპირება რომ აქვთ შიგნით, ჭამენ და სააკაშვილს იყენებენ, ვინ უფრო მეტად... კავკასიურ ცარცის წრეში მიშოს რომ ქაჩავენ აქეთ-იქით და არ შემოეხლიჩოთ, გული მისკდება. ერთადერთი, ხელისუფლება არის, მართლა ვინც დარდობს იმაზე, რომ ამ კაცს რამე ცუდი არ დაემართოს. " - განაცხადა ოდიშარიამ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)