|
2022-12-27 16:40:36, 763 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სააკაშვილის ამერიკელ ფსიქიატრზე - როდესაც საქმე გვაქვს სიმულაციასთან, მაშინ გიწევს საეჭვო რეპუტაციის ექსპერტების ჩართვა საქმეში
როდესაც საქმე გვაქვს სიმულაციასთან, ასეთ დროს ბუნებრივია, გიწევს საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა. ეს ყველაფერი არის სიმულაციის ლოგიკური გაგრძელება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ამერიკელ ფსიქიატრთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა. მისი თქმით, ამ სიმულაციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი მიზანი - შექმნან არა საფუძველი, არამედ საბაბი შეწყალებისთვის, მაგრამ სიმულაცია წესით არაფრის საფუძველი არ უნდა იყოს. „ზოგადად დღეს არ მინდა საერთოდ სააკაშვილის თემაზე საუბარი, ეს არ არის ის, რაც აინტერესებს საზოგადოებას. საზოგადოებას აინტერესებს ის თემები, რაზეც დღეს ისაუბრა პრემიერმა. როდესაც საქმე გვაქვს სიმულაციასთან, ასეთ დროს გიწევს ბუნებრივია საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა. ეს ყველაფერი არის სიმულაციის ლოგიკური გაგრძელება. ადგილი აქვს 450 დღიან სიმულაციას და ბუნებრივია ასეთ დროს გიწევს არა მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა საქმეში, არამედ სწორედ საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა. ამ სიმულაციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი მიზანი რაღაცნაირად შექმნან საბაბი, არა საფუძველი, არამედ საბაბი შეწყალებისთვის, მაგრამ სიმულაცია წესით არაფრის საფუძველი არ უნდა იყოს. 450 დღიანი სიმულაცია არის ის, რაც მე მგონი საზოგადოებას თავიდან ბოლომდე მობეზრდა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)