02:23 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-27 16:33:07, 765 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია ღარიბაშვილზე - ეს არის კაცი, რომელიც ივანიშვილის დავალებით, ქვეყანას ისტორიულ შანსს აკარგვინებს

„ეს კაცი არის პაროდია იმის, რაც პრემიერ-მინისტრი შეიძლება იყოს", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენას.

ბოკერიას შეფასებით, "ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ღარიბაშვილი ქვეყანას ისტორიულ შანსს აკარგვინებს".

„ეს კაცი არის პაროდია იმის, რაც პრემიერ-მინისტრი შეიძლება იყოს და ასეთი ტრაგიკული ამბავი რომ არ იყოს, როცა ასეთ ისტორიულ მომენტში ეს სამარცხვინო არარაობა ჰყავს ივანიშვილს დანიშნული, უბრალოდ ვიცინებდით ამაზე. თან ყოველ ჯერზე ახერხებს, რომ მაინც გამოიჩინოს თავი ყველა მოლოდინის მიუხედავად. აი, უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოცხადებისასაც კი იწვება, რომ რეალურად არ უსურვებს ამას იმიტომ, რომ სიტყვა გამარჯვება არ უნდა ახსენოს.

ყველა სხვა საკითხზეც, მონაკო აფხაზეთშიო და ა.შ. ეს არის კაცი, რომელიც დღეს ივანიშვილის დავალებით ისტორიულ შანსს აკარგვინებს ჩვენს ქვეყანას, უპირისპირდება თავისუფალ სამყაროსა და დასავლეთს, ატარებს ანტიქართულ მოღალატეობრივ პოლიტიკას. ეს ყველაფერი აჯამებს ამ კაცს და სამწუხაროდ, ამ წლებსაც, სანამ ივანიშვილი არის ხელისუფლებაში“ , - აცხადებს გიგა ბოკერია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics