|
2022-12-27 11:03:25, 1428 ნახვა
პოლიტიკა
იაცეკ სარიუშ ვოლსკი - ევროპარლამენტი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოს EU-ში გაწევრიანებას, თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება
ევროპარლამენტი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოს EU-ში გაწევრიანებას, თუ ყოფილი პრეზიდენტი მოკვდება ციხეში,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი, იაცეკ სარიუშ ვოლსკი Twitter-ზე წერს. ევროპარლამენტარის თქმით, სააკაშვილის საქმესა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას შორის პარალელები ფუნდამენტურად იმპერატიულია. „სააკაშვილის საქმესა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას შორის პარალელები ფუნდამენტურად იმპერატიულია! ორივე განუყოფელია. ევროპარლამენტი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებული იქნება და მოკვდება ციხეში“,- წერს ვოლსკი. შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა ჩატარდა. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მორიგი პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება. ამასთან, რუსმა უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან მიიღო წერილი, რომელშიც ეწერა, რომ სააკაშვილის მოკვლის ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გასცა, ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა კი, მისი ციხეში მოწამვლა დაადგინეს. ფეიგინი ექსპრეზიდენტის წერილს მალევე გამოეხმაურა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად გეგმა უკვე არსებობდა, რომელიც გუშინ გაასაჯაროვა. რუსი უფლებადამცველი გამოვიდა ინიციატივით 4 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად სხვადასხვა ქალაქებში საქართველოს საელჩოებთან აქცია გაიმართოს, რასაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლი, ოლექსეი არესტოვიჩიც შეუერთდა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)