|
2022-12-26 12:40:17, 950 ნახვა
პოლიტიკა
ანი წითლიძე - ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, რომ ის სიძულვილი, რაშიც ახლა გვაცხოვრებენ არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ
გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაარჩინოს პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე და ვაგრძელებ ჩემი პროტესტის ამ ფორმას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანი წითლიძემ შიმშილობის მე-12 დღეს განაცხადა. ანა წითლიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე. "დღევანდელი გადმოსახედიდან ზვიად გამსახურდიას ყველაზე სასტიკი მოწინააღმდეგეებისთვისაც კი გამსახურდიას არანაირი შეცდომა ან რიტორიკა არ ღირდა იმად, რა ჯოჯოხეთიც შემდეგ გაიარა ქვეყანამ. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე და იმაზე, რომ ის სიძულვილი, რაშიც ახლა გვაცხოვრებენ არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ თავის დროზე. გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაარჩინოს პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე და ვაგრძელებ ჩემი პროტესტის ამ ფორმას", - განაცხადა ანი წითლიძემ. ანი წითლიძის ექიმის განცხადებით, დეპუტატის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, წამოვიდა ინტოქსიკაციის ნიშნები. „პაციენტი განსაკუთრებით მძიმედ გამოიყურება, ვიტყოდი, რომ უკიდურესად მძიმეა. ინტოქსიკაციის ნიშნები წამოვიდა, გაძლიერებულია თავბრუსხვევა, გულისრევა, სისუსტე, ადვილად დაღლა, გონებაგაფანტულობა, აპათია, ძილიანობა, თვალები შეშუპებული და ჩავარდნილი, ენა მშრალი და მე ვიტყოდი, რომ პაციენტს დეკომპენსაციის პერიოდი დაეწყო, ორგანიზმი ვეღარ ასტაბილურებს შიმშილობას. ძალიან მძიმედ მიდის ეს პროცესი და რეკომენდაციაა, შეწყვიტოს შიმშილობა“,- განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის, ანი წითლიძემ, ენმ-ის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად, შიმშილობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 15 დეკემბერს დაიწყო.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)