|
2022-12-26 10:18:45, 946 ნახვა
პოლიტიკა
რუსი უფლებადამცველი - დღეს გასაჯაროვდება გეგმა, თუ როგორ ვიმოქმედებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით
დღეს გასაჯაროვდება გეგმა, თუ როგორ ვიმოქმედებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით,-ამის შესახებ აცხადებს რუსმა უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა განაცხადა. ფეიგინი იმედოვნებს, რომ საქართელოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იპოვის შესაძლებლობას შეიწყალოს სააკაშვილი იმ საქმეზე, რომელზეც მას 6 წელი მიუსაჯეს. „ჩვენ როგორც დაგპირდით, ველოდებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას სააკაშვილთან დაკავშირებით, ორშაბათს კი საჯაროდ გამოვაქვეყნებთ ჩვენ გეგმას თუ როგორ ვიმოქმედებთ. ჩვენ ვიმოქმედებთ, მაგრამ ამაში აუცილებლად დაგვჭირდება ყველა ჩვენი გამომწერის, ყველა ჩვენი მაყურებლის, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ქვეყანაში და ყველა ჩვენი მხარდამჭერის ჩართულობა. მე მოგიყვებით როგორ ვიმოქმედებთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის საკითის მოგვარება გვინდა, ამას დიდი ჩართულობა დასჭირდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართელოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მაინც იპოვის შესაძლებლობას შეიწყალოს იგი იმ საქმეზე, რომელზეც მას 6 წელი მიუსაჯეს“,- განაცხადა ფეიგინმა. შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველს წერილი გაუგზავნა, სადაც მესამე პრეზიდენტი წერს, რომ პუტინმა მისი ციხეში მოკვლის ბრძანება გასცა და ის ნამდვილად ციხეში მოწამლეს. ამასთან, ფეიგინმა მიხეილ სააკაშვილისგან მიღებულ წერილს უპასუხა და განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის დასახმარებლად გეგმა გააჩნია, თუმცა დაელოდება საქართველოს ხელისუფლების რეაქციას და თუ არაფერი მოხდება, მაშინ დაიწყებს მოქმედებას.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)