11:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-25 13:02:34, 2051 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკავშირმა უკრაინას 1000 მაღალი ძაბვის გენერატორი მიაწოდა

ევროკავშირმა უკრაინას 1000 მაღალი ძაბვის გენერატორი მიაწოდა - ამის შესახებ, საკუთარ ტვიტერზე  ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა დაწერა. 

„ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის პროგრამამ უკვე შესაძლებელი გახადა უკრაინისთვის ასეთი დახმარების და თითქმის 78 000 ტონის მიწოდება“, - წერს ის.

მანამდე არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოაცხადეს, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის 3,5-დან 8 კილოვატამდე სიმძლავრის 2500 გენერატორს აგზავნის.

პირველი 1200 გენერატორი ვარშავაში დღეს გაიგზავნება, დანარჩენს კი მომავალი წლის იანვარში უკრაინის მოსახლეობისთვის მიეწოდება, იტყობინება საუდის საინფორმაციო სააგენტო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოდან უკრაინაში 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაიგზავნა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გენერატორები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შეიძინა და მათი საერთო ღირებულება 1,5 მლნ ლარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics