|
2022-12-23 19:13:16, 1437 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე გახარიას - გაიქეცი, გვიღალატე და კიდევ აქეთ გვემუქრები?
კაცმა კანონის აღსრულება, ნიკანორ მელიას დაპატიმრება ვერ გაბედა, თანამდებობიდან გადადგა, პასუხისმგებლობას გაექცა და მნიშვნელოვან მომენტში უღალატა გუნდს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გიორგი გახარიამ თავისი წილი პასუხი უკვე აგო ჩადენილ ქმედებებზე, რაც აისახა მის რეიტინგებზეც, NDI, IRI, GORBI კვლევებში, სადაც გახარიას მისი თქმით პულსი აღარ ესინჯება და 2.5% ცდომილების კვლევებში ხან 1% აქვს და ხან 2% . მან დასძინა, რომ გახარია 2024 წლის საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავს. "კაცმა კანონის აღსრულება, ნიკანორ მელიას დაპატიმრება ვერ გაბედა, თანამდებობიდან გადადგა, პასუხისმგებლობას გაექცა და მნიშვნელოვან მომენტში უღალატა გუნდს, მერე მეორედ უღალატა გუნდს, ,,პოლიტიკაში დაბრუნდა" 43% ვერ უნდა გადალახოს ,,ქართულმა ოცნებამო", მერე დედაქალაქის მერობა მოინდომა და მიიღო თბილისელებისგან პასუხი! თვეების განმავლობაში არ შეხვედრია თანაპარტიელებს, ძლივს შეხვდა და იქაც მმართველ გუნდზე და ბიძინა ივანიშვილზე ილაპარაკა: ყველას მოგეკითხებათო, პერსონალურად აგებთ პასუხსო, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცდებაო და ა.შ. ხუხაშვილის მოტანილი ქსივით დასაქმებულო: ბიძინა ივანიშვილი და გუნდი გენდო, თანამდებობაზე დაგნიშნეს, ყველაზე საპასუხისმგებლო სამინისტროები ჩაგაბარეს, მერე პრემიერ-მინისტრად დაგნიშნეს, მერე გაიქეცი, გვიღალატე და კიდევ აქეთ გვემუქრები? შენ შენი წილი პასუხი უკვე აგე, ყველა კვლევაში NDI, IRI, GORBI არსად პულსი აღარ გესინჯება, 2.5% ცდომილების კვლევებში ხან 1% გაქვს და ხან 2% . 2024 წელს რომ საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავ ბავშვმაც კი იცის უკვე“ - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)