|
2022-12-23 13:57:36, 1368 ნახვა
პოლიტიკა
ვლად გეორგე - სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, EU ვერ მოითმენს ადამიანის უფლებების ასეთ უხეშ დარღვევას
2021 წლიდან პოლიტპატიმრად მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ევროკავშირი ვერ მოითმენს ადამიანის უფლებების ასეთ უხეშ დარღვევას,- ამის შესახებ რუმინელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი ვლად გეორგე Twitter-ზე წერს. ევროპარლამენტარის თქმით, თუ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ის სათანადოდ უნდა მოიქცეს. „Breaking: მიხეილ სააკაშვილის სხეულში მერკური და დარიშხანი აღმოაჩინეს! 2021 წლიდან პოლიტპატიმრად მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ევროკავშირი ვერ მოითმენს ადამიანის უფლებების ასეთ უხეშ დარღვევას! თუ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ის სათანადოდ უნდა მოიქცეს“,- წერს ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა ჩატარდა. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მორიგი პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)