|
2022-12-22 22:21:17, 826 ნახვა
პოლიტიკა
ხერხეულიძე - როგორც რუსეთს ეგონა რომ სამ დღეში კიევს აიღებდა, ასე ეგონათ, რომ ერთ კვირაში „ენმ“-ს არჩევნები დასრულდებოდა
მე ვერ წარმომიდგენია, ვინც დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხედა, იმან როგორ უნდა აწარმოოს არჩევნები და როგორ უნდა ვაწარმოოთ კამპანია, მე უბრალოდ ეს არ ვიცი. ვინმეს თუ ზებუნებრივი ძალები აქვს, რომ ამ ყველაფერსაც გაუძლოს და არჩევნების კამპანიისთვისაც იზრუნოს, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ. მისივე თქმით, მორალურად შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილს უყურო და ამის პარალელურად შეგწევდეს ძალა, რომ საარჩევნო კამპანია აწარმოვო. მან დასძინა რომ, როგორც რუსეთს ეგონა რომ სამ დღეში კიევს აიღებდა, ასე ეგონათ მმართველ პარტიაში, რომ ერთ კვირაში დასრულდებოდა არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში და ეს იყო მცდარი შეხედულება. "მე ვერ წარმომიდგენია, ვინც დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხედა, იმან როგორ უნდა აწარმოოს არჩევნები და როგორ უნდა ვაწარმოოთ კამპანია, მე უბრალოდ ეს არ ვიცი. ვინმეს თუ ზებუნებრივი ძალები აქვს, რომ ამ ყველაფერსაც გაუძლოს და არჩევნების კამპანიისთვისაც იზრუნოს, ეს ჩემს ძალებს აღემატება. მაგრამ უნდა ითქვას აქვე, რომ ამ იდეის ავტორებს არ ეგონათ, რომ ასე შორს გადაიწევდა არჩევნების თარიღი, რომ თავისი პროცედურები დასჭირდებოდა და ა.შ. როგორც რუსეთს ეგონა რომ სამ დღეში კიევს აიღებდა, ასე ეგონათ, რომ ერთ კვირაში დასრულდებოდა არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში და ეს იყო მცდარი შეხედულება, რა თქმა უნდა. " - განაცხადა ხერხეულიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)