|
2022-12-22 12:24:09, 852 ნახვა
პოლიტიკა
„სააკაშვილმა თავი ცუდად იგრძნო და ამ ეტაპზე, უარს აცხადებს ჩართვაზე” - ადოკატი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო სხდომას დისტანციურად, ამ ეტაპზე, ვეღარ დაესწრება. როგორც ადვოკატმა, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა, სააკაშვილმა თავი ცუდად იგრძნო, აქედან გამომდინარე, ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე. „ბატონი მიხეილის საკანში იმყოფება ჩემი კომპანიის ადვოკატი, რომელიც ახლახან დამიკავშირდა და თქვა, რომ ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად, აქედან გამომდინარე, ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე, მაგრამ თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს, ჩართავს, შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს და ჩაერთოს პროცესში”,- განაცხადა ხაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს დღეს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა მესამე პრეზიდენტიც.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)