|
2022-12-21 23:59:18, 1054 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხვდება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 24 თებერვლის შემდეგ ზელენსკისთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მან უკრაინა დატოვა,მას შემდეგ რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა და ომი დაიწყო უკრაინაში. ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საღამოს აშშ-ის კონგრესს მიმართავს. კონგრესში სიტყვით გამოსვლამდე უკრაინის ლიდერი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხვდება. „გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენი გამარჯვების მოსაახლოებლად. გავმართავ მოლაპარაკებებს უკრაინის მედეგობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. კერძოდ, ჩვენ განვიხილავთ უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ თანამშრომლობას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. მომავალ წელს ჩვენ უნდა დავუბრუნოთ უკრაინის დროშა და თავისუფლება ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)