|
2022-12-21 22:17:31, 949 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის დავალებით შეძენილი 25 ერთეული გენერატორი საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა
საქართველოს მთავრობა აგრძელებს უკრაინელი ხალხის აქტიურ მხარდაჭერას. დღეს, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეძენილი 25 ერთეული გენერატორი საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ უკრაინისთვის შეიძინა 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების მაღალი სიმძლავრის გენერატორები, რომლის დახმარებითაც უკრაინას შეძლებს საგანგებო რეჟიმში ისეთი სამრეწველო ტიპის ობიექტების ამუშავებას, როგორებიცაა : კლინიკები, კვების ობიექტები და სხვა მრავალი კრიტიკული ინფრასქტრუქტურა. "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" უკრაინისთვის შეიძინა 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები. ეს არის მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომლებიც გამოყენებული იქნება სამრეწველო მიზნებისთვის - კლინიკებისთვის, საავადმყოფოებისთვის, კვების ობიექტებისთვის და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სხვა ობიექტებისთვის." - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)