19:07 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 16:39:42, 816 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო ბიოწარმოების ხელშეწყობას 2023 წელსაც გააგრძელებს

სახელმწიფო ბიომწარმოებელების მხარდაჭერას 2023 წელს სპეციალური შემუშავებული პროგრამის საშუალებით მოახდენს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სმაინისტროს ინფორმაციით, მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტი, მიმდინარე წელთან შედარებით, მზარდია და 500 000 ლარით არის განსაზღვრული.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორგანული წარმოების მხარდაჭერა სახელმწიფო ერთ-ერთი პრიორიტეტია, საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსების გაზრდის საკითხი განიხილება.

2022 წელს, ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა. პროგრამა არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის ხელშეწყობას ითვალისწინებს, რაც ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენის, ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატებისა და ბიოფიჭის შეძენის, ასევე, თაფლისა და ცვილის წარმოებისათვის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას გულისხმობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics