16:20 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 17:03:19, 1424 ნახვა

სამართალი
სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, სამართალდარღვევის 4 ფაქტი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს, რომლის საერთო წონამაც 227,83 გრამს შეადგინა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 20 648,95 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 20 648,95 ლარის ოდენობით შეეფარდათ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Facebook-ის კომენტარში ნინო წილოსანის შეურაცხყოფისთვის შოთა თუთბერიძე 4 000 ლარით დააჯარიმეს
ფსიქიატრიულ საავადმყოფოს პაციენტის უფლებების დარღვევისთვის ₾10 000-ის გადახდა დაეკისრა
დავით მიქაძეს 10 წლით, ჩუბინიძეს 9 წლით, მაისურაძეს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics