|
2022-12-19 15:52:06, 1256 ნახვა
პოლიტიკა
მელია - კირთაძეს უშენენ კვერცხებს მაშინ, როდესაც ბრეგაძე გამოცხადებული სიკვიდილის ქრონიკას გვიკითხავს
ბედავენ და გიორგი კირთაძეს უშენენ კვერცხებს მაშინ, როდესაც რატი ბრეგაძე მშვიდად დგას და გამოცხადებული სიკვიდილის ქრონიკას გვიკითხავს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ბათუმში ცოტა ხნის წინ მომხდარ შემთხვევას. როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, პროვოკაციები სახიფათო და სასწრაფოდ დასასრულებელია. "მორიგი პროვოკაცია ბათუმში - სრულიად ამაზრზენი და წარმოუდგენელია, რაც ვნახეთ პირდაპირ ეთერში - გიორგი კირთაძის ჩართვისას. გიორგი კირთაძე არის ახალი ტიპის ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც ბოლო არჩევნებში ბათუმში დაამარცხა „ქართული ოცნება“. გიორგი სარგებლობს დიდი მხარდაჭერით და საზოგადოებაში მის მიმართ არანაირი აგრესია არ არსებობს, ობიექტურად მის მიმართ ვერავის ექნება ვერანაირი წყენა ან შუღლი. ბედავენ და ასეთ ადამიანს უსაფრდებიან ქალაქის ცენტრში და უშენენ კვერცხებს მაშინ, როდესაც რატი ბრეგაძე მშვიდად დგას და გამოცხადებული სიკვიდილის ქრონიკას გვიკითხავს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან. სწორედ ეს არის ყველაზე სახიფათო და სწორედ ეს არის სასწრაფოდ დასასრულებელი!" - წერს ნიკა მელია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ჩართვისას თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ უწყება ბრალდებულის ვინაობის დადგენას ცდილობს.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)