|
2022-12-16 15:44:51, 1048 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „ნაცმოძრაობა“ მზადაა დატოვოს მანდატი, ვიმუშავებთ, რომ პარლამენტი გახდეს ერთპარტიული
ვიმუშავებთ, რომ პარლამენტი გახდეს ერთპარტიული თან რაც შეიძლება სწრაფად, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილი სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ფრაქცია მზად არის, რომ უზრუნველვყოს ერთპარტიული პარლამენტი, რადგან რამდენიმე დეპუტატის მანდატით დატოვებამ, არანაირი პრობლემა არ შეუქმნა მმართველ პარტიას. „რაც შეეხება მანდატების დატოვებას, მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ამისთვის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა არის მზად, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს: თუ პარლამენტი არ დარჩება ერთპარტიული, ეს იქნება ერთჯერადი პროტესტი. თუ დარჩება პარლამენტი ერთპარტიული ამას ექნება დიდი მნიშვნელობა. ვიმუშავებთ თუ არა ჩვენს კოლეგებთან ამ საკითხზე? პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ კი. ვიმუშავებთ თუ არა, რომ პარლამენტი გახდეს ერთპარტიული თან რაც შეიძლება სწრაფად? ცხადია, კი. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მიხეილს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და იმისთვის, რომ რულ ოლიგარქს ვებრძოლოთ. ქმედითად, ორი და სამი დეპუტატის დატოვებამ პარლამენტში, არანაირი პრობლემა არ შეუქმნა ჩვენდა სამწუხაროდ "ქართულ ოცნებას". ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ერთპარტიული პარლამენტი და ამისთვის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" არის მზად",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)