22:36 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 14:49:30, 1054 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - ჩვენი საქმიანობა ადასტურებს სამინისტროს მიერ აღებულ კურსს – იყოს ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს მორიგი საგრანტო პროგრამა ადამიანის უფლებების გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებებით. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან საგრანტო საბჭოს გადაწყვეტილებით გამოვლინდა 17 საუკეთესო პროექტი, რომელთა განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება, ჯამური დაფინანსება კი, 330 000 ლარს აჭარბებს.

სისტემატური ხასიათი მიიღო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის თაობაზე ანგარიშების წარდგენამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და საზოგადოებრივ ჯგუფში, რაც ადასტურებს სამინისტროს მიერ აღებულ კურსს – იყოს ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება.

გარდა ამისა, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დაიწყო საჯარო ლექციათა ციკლი, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ წარმართული და მოგებული დავების შესახებ. ამ დროისთვის საჯარო ლექციები უკვე ჩატარდა ამბროლაურში, თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და გორში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics