|
2022-12-16 14:14:53, 970 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - 2012 წლამდე წამების ფესტივალი იმართებოდა, დღეს პატიმრებისთვის სპორტის ფესტივალი იმართება
თუ 2012 წლამდე წამების ფესტივალი იმართებოდა, დღეს პატიმრებისთვის სპორტის ფესტივალი იმართება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა. როგორც ბრეგაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი ცვლილება განხორციელდა. "ჩვენ უკვე გვყავს მწვრთნელი, რომელიც ვარჯიშებს უტარებს მსჯავრდებულებს, აქვთ რეგულარულად სპორტით დაკავების საშუალება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მე-6 და მე-16 დაწესებულებებში გაიმართა სპორტის ფესტივალი 7 სხვადასხვა სახეობაში. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სხვაობა კიდევ, რომ თუ 2012 წლამდე წამების ფესტივლები იმართებოდა, სადაც ერთობოდნენ ჯალათები, დღეს სპორტის ფესტივალი იმართება, რომელიც მიზნად ისახავს პატიმრებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ესეც ერთ-ერთი ნათელი დასტურია იმ ცვლილებებისა, რომლებიც გატარდა 2012 წლის შემდგომ პენიტენციურ დაწესებულებაში და დღემდე გრძელდება", - განაცხადა რატი ბრეგაძემ. ცნობისთვის, კანონმდებლები იუსტიციის მინისტრს "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ. აღსანიშნავია, მოსმენას არ ესწრებიან ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)