|
2022-12-15 23:08:30, 2270 ნახვა
პოლიტიკა
დონფრიდი - სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს გვერდში დგომას და დავიცავთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდსმა განაცხადა. მისივე თქმით,ვალდებულების დემონსტრირების ნაწილი საქართველოში რეფორმების წახალისებაა,მან დასძინა,რომ ამ წლის დასაწყისში ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპეტივა მიანიჭა. "ჩვენი ამ ვალდებულების დემონსტრირების ნაწილია საქართველოში რეფორმების წახალისება. ამ წლის დასაწყისში ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპეტივა მიანიჭა და ასევე, ნათლად აჩვენა, რომ რეფორმები, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს, მხარს უჭერს საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ფართო და ღრმა, ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ძალიან მძლავრ სიგნალს უგზავნის რუსეთს, საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით. საქართველო ღრმად შეშფოთებულია იმით, რაც ხდება უკრაინაში და პარტნიორია ამ მიმართულებით“, - განაცხადა დონფრიდმა." - განაცხადა კარენ დონფრიდსმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)