|
2022-12-15 22:17:33, 2381 ნახვა
პოლიტიკა
ახალი წლიდან აშშ გეგმავს უკრაინელი სამხედორების გაორმაგებულ მომზადებას
ახალი წლიდან აშშ გეგმავს გააფართოვოს უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამა, რათა ყოველთვიურად 600-800 ადამიანი გადამზადდეს, რაც რეალურად იქნება სრული ბატალიონის შეესაბამისობაში. ახლა პენტაგონი თვეში 300-მდე უკრაინელს წვრთნის, სწავლება გერმანიაში მიმდინარეობს და კვლავ იქ გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს. ახალი, გაფართოებული პროგრამა ითვალისწინებს მსხვილ ჯგუფებში მომზადებას,მომზადებას გაივლიან ბავარიაში მდებარე ამერიკულ გრაფენვოჰრის ბაზაზე, სადაც არის არმიის საწვრთნელი მოედანი და იქვეა განთავსებული უკრაინის არმიის მომზადების მრავალეროვნული ჯგუფის შტაბი. New York Times-ის წყაროები ამბობენ, რომ ახალი პროგრამა დიდწილად აღადგენს ამერიკულ სასწავლო გეგმას, რომელიც 2015 წლიდან მოქმედებს ლვოვის რეგიონში, იავოროვის სასწავლო მოედანზე. ეს პროგრამა 27 000-მა უკრაინელმა სამხედრომ დაასრულა. დაახლოებით 150-მა ამერიკელმა ინსტრუქტორმა ნაჩქარევად დატოვა უკრაინა თებერვლის დასაწყისში, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)