" />
21:27 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 17:47:42, 1431 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - როგორც სააკაშვილს ციხეში ეპყრობიან ჰგავს პუტინის ქცევას, როგორც ის აწამებს და წამლავს ხალხს

როგორც ყოფილ პრეზიდენტს ეპყრობიან ციხეში, საერთო ევროპულ ღირებულებებთან არაფერი აქვს და უფრო იმას ჰგავს, როგორც პუტინი იქცევა, როგორც ის აწამებს და წამლავს ხალხს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. 

ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ექსპრეზიდენტის სიტუაცია გაუარესდება, ეს იქნება საქართველოს ხელისუფლების და პრეზიდენტის სინდისზე. 

"როგორც ყოფილ პრეზიდენტს ეპყრობიან ციხეში, საერთო ევროპულ ღირებულებებთან არაფერი აქვს და უფრო იმას ჰგავს, როგორც პუტინი იქცევა, როგორც ის აწამებს და წამლავს ხალხს. ასევე ვითხოვთ, რომ საზღვარგარეთ უმკურნალონ, რაც ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს იქნება მმართველი პარტიის სინდისზე და პრეზიდენტის სინდისზეც. ასე რომ, იმედს თქვენს პრეზიდენტზე ვამყარებ",- განაცხადა ევროპარლამენტარმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა.

აღნიშნულს წინ უძღოდა მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი, რომელზეც პენიტენციურმა სამსახურმა "ტექნიკური მოწყობილობების არარსებობის" გამო, "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილის ონლაინ დასწრება არ უზრუნველყო. საპასუხოდ, ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომ ევროპარლამენტარების თხოვნით, შიმშილობას წყვეტდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics