|
2022-12-15 14:04:23, 922 ნახვა
პოლიტიკა
„საჭიროა ერთიანი ფრონტით ბრძოლა“ - ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა
ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა. ამის შესახებ დეპუტატებმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ფრაქცია მიიჩნევს, რომ ავტოკრატიასთან ბრძოლა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნა მარტივი არ იქნება, თუმცა საჭიროა ერთობა და საზოგადოებრივი პროტესტი. "ჩვენ ძალიან კარგად გვესმის იმ ასი ათასობით ამ ქვეყნის მოქალაქის, რომელსაც გუშინ ღამე არ უძინია იმ კადრებზე, რაც ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ყველას კარგად გვესმის, რომ ავტოკრატიასთან ბრძოლა მარტივი არ არის და პუტინის პირადი ტყვე მიხეილ სააკაშვილის დახსნაც მარტივი არ არის იქნება. ამისთვის საჭიროა მთელი საზოგადოების გულწრფელი ერთობა და ერთიანი ფრონტით ბრძოლა ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ",- განაცხადა გიორგი კირთაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)