|
2022-12-15 10:35:50, 931 ნახვა
პოლიტიკა
ახვლედიანი ოპოზიციას - სასწრაფოდ განვიხილოთ პარლამენტში მონაწილეობის მაქსიმალურად შეზღუდვის საკითხი
მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციას, სასწრაფოდ განვიხილოთ საკანონმდებლო ორგანოში მონაწილეობის მაქსიმალურად შეზღუდვის საკითხი, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს. ახვლედიანის განცხადებით, ქვეყნის გადარჩენის კრიზისული გეგმის შესამუშავებლად, საჭიროა, კონსულტაციების დაუყოვნებლივ დაწყება. "არც ფიქრის, აღარც განსჯის დრო აღარაა - აქ და ახლა უნდა ვუშველოთ საქართველოს: გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტი! ღირსეული პატივი მივაგოთ უკრაინაში სამშობლოსთვის შეწირულ ქართველ გმირებს! არ დავუშვათ ქვეყნის დასავლური ორბიტიდან საბოლოოდ მოწყვეტა! ერთად, ყველა შესაძლო კონსტიტუციური გზით, წინ აღვუდგეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამომთხრელ ამ პროცესს! მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციას, სასწრაფოდ განვიხილოთ საკანონმდებლო ორგანოში მონაწილეობის მაქსიმალურად შეზღუდვის საკითხი და დაუყოვნებლივ დავიწყოთ კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან ქვეყნის გადარჩენის კრიზისული გეგმის შესამუშავებლად და შესასრულებლად", - წერს არმაზ ახვლედიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)