|
2022-12-14 20:33:08, 1501 ნახვა
პოლიტიკა
ბუნდესვერის ლოჯისტიკის სარდლობის ექსპერტები საქართველოს ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ
საქართველოს თავდაცვის ძალებში ბუნდესვერის ლოჯისტიკის სარდლობის ექსპერტები საქართველოს ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკის სისტემის, ქონების განკარგვის, მონაცემთა ბაზის მართვისა და ლოჯისტიკური ცენტრების ამოცანები გააცნეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე პოლკოვნიკმა თომას ამესმა ქართულ მხარეს გერმანიის შეიარაღებულ ძალებში არსებული ლოჯისტიკური შესაძლებლობების შესახებ გამოცდილება გაუზიარა. ბუნდესვერის ლოჯისტიკის ექსპერტებმა თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის ბაზებზე ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ცენტრი დაათვალიერეს და მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. აღნიშნული შეხვედრა გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკასთან 2022 წლის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)