|
2022-12-14 18:56:41, 1434 ნახვა
პოლიტიკა
სამხარაძე - რამდენიმე ევროპარლამენტარს ჰქონდა ურთიერთობა სააკაშვილთან, ამით სარგებლობენ და ცდილობენ მას მხარი დაუჭირონ
ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვისმენთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული სახის გადაწყვეტილება უნდა იყოს და უკვე აღარავინ აყენებს ეჭვქვეშ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულიად სამართლიანად და კანონიერად იხდის სასჯელს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ. მისივე თქმით,რამდენიმე ევროპარლამენტარს წარსულში ჰქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა მიხელ სააკაშვილთან,სწორედ ეს ხდება მიზეზი,რითაც სარგებლობენ და ცდილობენ მის მხარდაჭერას "ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვისმენთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული სახის გადაწყვეტილება უნდა იყოს და უკვე აღარავინ აყენებს ეჭვქვეშ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულიად სამართლიანად და კანონიერად იხდის სასჯელს. ვთქვათ, ეს ასე იყოს, ვიცით ზუსტად რა დიაგნოზი აქვს ამ ადამიანს დასმული და ამ დიაგნოზით ვერ ხერხდება საქართველოში მკურნალობა? შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური მიუკერძოებლობის საგანი. რამდენიმე ევროპარლამენტარს წარსულში ჰქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა მიხეილ სააკაშვილთან. ამ ყველაფრით სარგებლობენ და ცდილობენ მას მხარი დაუჭირონ“, - განაცხადა სამხარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)