|
2022-12-14 18:43:17, 1145 ნახვა
პოლიტიკა
2023 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2 მილიარდ 30 მილიონ ლარს აჭარბებს
2023 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2 მილიარდ 30 მილიონ ლარს აჭარბებს,ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით, იზრდება 52,2 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 30 მილიონ ლარს აჭარბებს. სამინისტროსთვის დამატებული თანხიდან: 30 მილიონი ლარი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების დაფინანსებისთვის. 32 მილიონი ლარი მიიმართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობისთვის. 2023-2024 წლებში ამ მიმართულებით დაგეგმილია 700-ზე მეტი სკოლის აღჭურვა. 2 მილიონი ლარი გათვალისწინებულია მანდატურის სამსახურისთვის, ხოლო ინკლუზიური განათლების დაფინანსება იზრდება 3,0 მლნ ლარით. განხორციელებული ტენდერის შედეგად, 16,5 მლნ ლარის ეკონომია წარმოიქმნა პირველკლასელთა კომპიუტერების შესყიდვაში, საიდანაც 1,7 მლნ ლარის განაწილება ხორციელდება სხვადასხვა პროგრამების დამატებით დაფინანსებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)