|
2022-12-14 16:29:50, 1020 ნახვა
საზოგადოება
DIBS ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის (ESDC) ასოცირებული პარტნიორი გახდა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის (ESDC) სამეთვალყურეო საბჭომ ასოცირებული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა. ამ გადაწყვეტილებით DIBS ევროკავშირთან აფილირებული პირველი სასწავლო ინსტიტუტი გახდა საქართველოში. სტატუსის მინიჭებას წინ უძღოდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბელგიის სამეფოს ქ. ბრიუსელში. ვიზიტის ფარგლებში სკოლის დირექტორი და მოადგილე ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის (European Security and Defence College (ESDC) აკადემიური საბჭოს სხდომას დაესწრნენ. შეხვედრაზე ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ევროკავშირის და მასთან დაკავშირებული სასწავლო დაწესებულებების როლი და მნიშვნელობა განიხილეს. საბჭოს სხდომაზე სკოლის დირექტორმა DIBS-ის საქმიანობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა სკოლის შესაძლებლობებსა და სურვილს, სასწავლო აქტივობებით მხარი დაუჭიროს ევროპული უსაფრთხოების განმტკიცებას. DIBS ასოცირებულ წევრობას აკადემიურმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი. ასოცირებული პარტნიორის სტატუსით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ევროკავშირის სასწავლო ამოცანებს დაუჭერს მხარს, ასევე, დაიგეგმება ერთობლივი სასწავლო აქტივობები. მიმდინარე წლის ივნისში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. სკოლამ ნატოს 6-წლიანი, უპირობო ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო და საქართველო გახდა რეგიონში პირველი პარტნიორი ქვეყანა ნატოს მიერ აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებით. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, როგორც ნატოს მიერ აკრედიტებული და ევროკავშირთან აფილირებული სასწავლო დაწესებულება, 2023 წლიდან ხელს შეუწყობს NATO-EU პოლიტიკის განხორციელებას საქართველოში, რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)