20:30 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 14:12:34, 1149 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ევროპარლამენტარებზე - თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსიც, ჩვენ გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებთ

თუ ეს დამოკიდებულებაა, თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსიც, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებთ,- ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული დებატები.

მისი თქმით, ევროპალამენტარებმა „საოცარი განცხადებები“ გააკეთეს და მაშინ რა საჭირო იყო 12 პუნქტიანი გეგმის წარდგენა და შესრულება.

„საოცარი განცხადებები ისმის. საერთოდ მაშინ რა საჭირო იყო იმ 12 პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა და ზოგადად მაშინ რა საჭიროა მისი შესრულება ხო? თუ ეს კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ, სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, თუ ეს დამოკიდებულებაა, თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსიც მაშინ, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს კი ყოველთვის გავაკეთებთ“,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.

ევროპარლამენტმა ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდეს და ასევე ბიძინა ივანიშვილის გავლენაზეც ისაუბრეს.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics