|
2022-12-14 09:10:12, 1098 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს, რომელსაც საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი, იგივე მიზნები აქვს, რაც ხალხს
გააკეთეთ ყველაფერი, რათა სააკაშვილის სიცოცხლე თქვენს სინდისზე არ იყოს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი" და მისი მიზნები ქართველი ხალხის მიზნებისგან განსხვავებულია. "დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ გაფართოება ევროკავშირს გააძლიერებს, მათ შორის მის უსაფრთხოებასაც. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი, იგივე მიზნები აქვს, რაც ქართველ ხალხს. საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს. ყველაფერი ევროკომისიის რეკომენდაციებში წერია, რომელიც უნდა იყოს შესრულებული მანიპულაციებისა და პრეტენზიების გარეშე. ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყოფნა არ არის ევროპული ფასეულობა. ხალხის წამება პუტინის პოლიტიკაა და მინდა მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, მათ შორის პრეზიდენტს, გააკეთეთ ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი თქვენს სინდისზე არ იყოს",- განაცხადა იუკნევიჩიენემ. შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გამოაქვეყნა. "ემპათიას" ცნობით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ცენტრი ძირითად დიაგნოზებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს. ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა დღეს 11:00 საათზე გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)