20:30 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 22:23:35, 1375 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე სააკაშვილზე - თუ არ შეწყდება სიმულაციური მოქმედებები, იძულებული ვიქნებით გარკვეული კადრები გავასაჯროვოთ​

რა თქმა უნდა, სიმულციებთან გვაქვს საქმე, ეს თამამად უნდა ვთქვათ. მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე , თუმცა გარკვეული სიმულაციები არის. ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც არსებობს, -  განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით,არსებობს დამადასტურებელი ვიდეო-მასალა,სადაც ასახულია თუ როგორ უშლიდა ხელს მიხელ სააკაშვილი ექიმებს პროფესიული საქმის შესრულებაში.მან დასძინა,რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის და ქვეყნის იმიჯის შესანარჩუნებლად თუ არ შეწყდება სიმულაციები გარკვეულ კადრებს გაასაჯაროვებენ.

"რა თქმა უნდა, სიმულციებთან გვაქვს საქმე, ეს თამამად უნდა ვთქვათ. მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე , თუმცა გარკვეული სიმულაციები არის. ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც არსებობს. ჩვენ აქამდე შეგნებულად ვიკავებდით თავს მსგავსი საუბრისგან, ყოველთვის მოვუწოდებდით მას რომ დამორჩილებოდა ექიმების თხოვნას, ჩაეტარებინა სრულფასოვანი მკურნალობა, ხელი შეეწყო, როგორც მას, ასევე, მის გარემოცვასაც მკურნალი ექიმებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, თამამად უნდა ითქვას, რომ სრულფასოვან მკურნალობას ვერ ვხედავთ, სიმულაციებს აქვს ადგილი.

რა თქმა უნდა არსებობს დამადასტურებელი მასალა, ასეთი არის ვიდეო-მასალა. ეს ვიდეო-მასალა ნათლად აჩვენებს, რომ  ეს ადამიანი ხელს უშლიდა ექიმების საქმიანობას და ასევე, სასამართლოს საქმიანობას. ჩვენ ვერიდებით ამ ყველაფერზე საუბარს, მაგრამ თუკი მაღალი ინტერესი გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის უსაფრთხოება, სახელმწიფოს უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი და ასევე, იმის დადასტურება, რომ საქართველოში არავის აწამებენ, და საქართველოსგან არ უნდა შეიქმნას მტრის ხატი. თუ არ შეწყდება სიმულაციური მოქმედებები, იძულებული ვიქნებით გარკვეული კადრები გავასაჯროვოთ​" - განაცხადა რატი ბრეგაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics