|
2022-12-13 18:06:32, 1085 ნახვა
პოლიტიკა
მელია ვიქტორ ჯაფარიძეზე - ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ზნედაცემულ მტერთან გვაქვს საქმე
ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ასეთ უღირს, სულმდაბალ და ზნედაცემულ მტერთან გაქვს საქმე, - წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის საპასუხოდ. მისივე თქმით,ოპოზიცია არ არის მობილიზებული,სწორედ ამიტომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს და შემდგომ საპარლამენტო სია დაკომპლექსდეს,ღირსეული ხალხით,რომლებსაც შრომა და ბრძოლა არ დაეზარება. "ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ასეთ უღირს, სულმდაბალ და ზნედაცემულ მტერთან გაქვს საქმე. მეორე უბედურება კი ისაა, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე (იშვიათი გამონაკლისის გარდა)! ზოგს არც სცალია საამისოდ, არცაა ადგილზე - ფაბრიკაციულ ჩანაწერებს დაარბენინებენ და ა.შ... შეგახსენებთ,დღეს ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტში პაატა მანჯგალაძესთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა,შემდეგი სიტყვები : "მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდე რა".
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)