|
2022-12-13 17:29:41, 1039 ნახვა
პოლიტიკა
აუსტრევიჩუსი - თუ სააკაშვილს რამე დაემართება, ბევრი კარი დაიხურება
თუ მიშა სააკაშვილს რამე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა. ევროპარლამენტარის თქმით, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საქართველოს ლიდერშიპმა ჰუმანურობა უნდა გამოიჩინოს. „ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა, არ შეიძლება ისე უმკურნალო ადამიანს, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან, ეს არაადამიანური და არაცივილურია. საქართველოს ლიდერშიპმა ჰუმანურობა უნდა აჩვენოს. თუ მიშა სააკაშვილს რაიმე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა. კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს ევროპული გზა აღნიშნულ საკითხზე გადის, აუსტრევიჩუსი პასუხობს, რომ ეს ამას არ ნიშნავს. „სულაც არა, მაგრამ ეს ექსტრა საკითხია და ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც უყურადღებოდ არ დავტოვებთ“, - თქვა აუსტრევიჩუსმა, რომლის კომენტარსაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)