|
2022-12-13 17:00:59, 1577 ნახვა
პოლიტიკა
ილვესი ვიქტორ ჯაფარიძეზე - მაინტერესებს, ამ კაცს ევროკავშირის ოფიციალური პირები და ელჩები ხვდებიან?
მაინტერესებს ხვდებიან თუ არა ევროკავშირის ოფიციალური პირები და წევრი ქვეყნების ელჩები ამ კაცს?,- ასე ეხმიანება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებას. "მაინტერესებს ხვდებიან თუ არა ევროკავშირის ოფიციალური პირები და წევრი ქვეყნების ელჩები ამ კაცს? ნამდვილ ევროპელს ჰგავს",- წერს ტომას ჰენდრიკ ილვესი. ცნობისთვის, "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა და POSTV-ის მფლობელმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც პარლამენტის დარბაზში პაატა მანჯგალაძეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ეკამათებოდა, თქვა: "მიშას თავისუფლება, როგორ უნდა მოითხოვოთ? ვინ კლავს? მოიხედე, მოიხედე - სხვა პატიმრები ავადმყოფები არ არის? ვინ მოწამლა? გაჩერდი ერთი... მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდე რა... ვისაც გინდა, იმას ვეტყვი".
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)