20:30 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 14:22:58, 861 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ევტუშენკოვი არის ბაიდენის ოჯახის ბიზნეს პარტნიორი და ამის გამო მასზე ამერიკამ არ გაავრცელა სანქციები

ევტუშენკოვი არის ჯო ბაიდენის ოჯახის ბიზნეს პარტნიორი და ამის გამო მასზე ამერიკამ არ გაავრცელა სანქციები, თუ ხიდაშლიც  ბაიდენის ბიზნეს პარტნიორია, ეს მისი საქმეა- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, კონგრესში და სენატში საუბრობენ იმაზე, რომ ევტუშენკოვი ბაიდენის პარტნიორია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, თუ ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ანაკლიაში, თავის დროზე კონსტიტუციაშიც კი გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი. ამ პროექტს სერიოზული ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ინვესტორის მოძიება ანაკლიის პროექტისთვის და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„ევტუშენკოვი არის ბაიდენის პარტნიორი, მთელმა მსოფლიომ იცის, პირდაპირ კონგრესში და სენატში საუბრობენ ამაზე. ევტუშენკოვი არის ჯო ბაიდენის ოჯახის ბიზნეს პარტნიორი და ამის გამო მასზე ამერიკამ არ გაავრცელა სანქციები. დაანებეთ ამ კაცსაც თავი. თუ ხიდაშლიც არის  ბაიდენის ბიზნეს პარტნიორი, ეს მისი საქმეა, მაგრამ რა შუაში ვართ ჩვენ, რატომ უნდა გავცეთ ამ კითხვებს პასუხი. მე არანირი პრობლემა არ მაქვს, თუ დავით ხიდაშელი არის ბაიდენის ბიზნეს პარტნიორი
მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა, თუ ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ანაკლიაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ თავის დროზე კონსტიტუციაშიც კი გავაკეთეთ შესაბამისი ჩანაწერი. ბუნებრივია, ამ პროექტს სერიოზული ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ინვესტორის მოძიება ანაკლიის პროექტისთვის და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.  
ევტუშენკოვი მუდმივად გინდათ გამოიყენოთ სპეკულირებისთვის,  ეს კაცი არის ჯო ბაიდენის ოფიციალური ბიზნეს პარტნიორი და ამის გამო ამერიკამ ოფიციალურად არ დაუწესა სანქციები” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა ხიდაშელი დაინტერესებული ანაკლიის პორტით, ირაკლი კობახიძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით, რა შუაშია ან ხიდაშლი, ან ბაიდენი, ან ევტუშნკოვი. ჩვეულებრივად, სამართლებრივად როგორც არის ეს გათვალისწინებული, გამოცხადდება შესაბამისი პროცედურები, იქნება ეს ტენდერი თუ რაც ქვია და ამის საფუძველზე მოიძებნება ინვესტორი. არც ართი გვარი ამასთან კავშირში არ არის“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics