|
2022-12-13 13:52:24, 1000 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი შეინ როზენტალი, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე კამელ ბუმადი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია, ასევე, აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი რადომირ ჯურიჩი და ტრანსპორტის საკითხებში უფროსი სპეციალისტი ზაიღამ ნაქვი. მხარეებმა განიხილეს „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ" შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი სასაზღვრო გამტარი პუნქტის მშენებლობას, რასაც მნიშვნელოვანი როლი ექნება რეგიონული ვაჭრობისა და ტრანზიტის განვითარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკის წინასწარი მისია აფასებს, ერთობლივი გამშვები პუნქტის მშენებლობის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობებს. (როგორც ცნობილია, საქართველო და აზერბაიჯანი არიან აზიის განვითარების ბანკის წევრი სახელმწიფოები) როგორც საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დირექტორმა აღნიშნა, სასაზღვრო გამტარი პუნქტების ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, აზიის განვითარების ბანკის მიერ უკვე მხარდაჭერილი მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ლოგიკური გაგრძელებაა. მისი თქმით, ერთობლივი გამშვები პუნქტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანზიტული პოტენციალის რეალიზებას და ქვეყნის ტრანზიტულ ჰაბად ჩამოყალიბების პროცესს. თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონული განვითარების მიმართულებით.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)