|
2022-12-12 23:16:54, 2482 ნახვა
პოლიტიკა
ლექსმანი - თუ სააკაშვილი-გვარამიას საქმეები არ მოგვარდება,ევროკავშირს ექნება საფუძველი,თქვას „არა"
ნიკა გვარამიას საქმე, რომელზეც ომბუდსმენმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ არსებობს პოლიტიკური მოტივები გვარამიას საქმეში. ეს ორი შემთხვევაც თუ კი არ მოგვარდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეს იქნება საფუძველი ევროკავშირისთვის, რომ მან თქვას "არა" , - განაცხადა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, მირიამ ლექსმანმა სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილთან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, არსებობს სამართლებრივი საფუძველი,რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი უნდა განთავისუფლდეს შესაბამისი სამედიცინო ზრუნვისთვის,რომელიც იქნება საზღვარგარეთ. სხვა შემთხვევაში რთული იქნება იმის დეკლარირება,რომ საქართველოში სასამართლო სისტემა მიუკერძოებელია. თუ სისტემის გამო, სააკაშვილი ციხეში მოკვდება და როგორც გითხარით, არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ 283-ე მუხლი, გათავისუფლდეს სამედიცინო ზრუნვისთვის და მისთვის მიწოდებული იყოს შესაბამისი სამედიცინო ზრუნვა, რომელიც იქნება საზღვარგარეთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რთული იქნება იმის დეკლარირება, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა არსებობს. კიდევ ერთი საკითხი – ნიკა გვარამიას საქმე, რომელზეც ომბუდსმენმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ არსებობს პოლიტიკური მოტივები გვარამიას საქმეში. ეს ორი შემთხვევაც თუ კი არ მოგვარდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეს იქნება საფუძველი ევროკავშირისთვის, რომ მან თქვას "არა " - განაცხადა მირიამ ლექსმანმა
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)