|
2022-12-12 16:01:51, 1511 ნახვა
პოლიტიკა
ლანდსბერგისი - კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს მთავრობისგან იმედისმომცემი ნაბიჯები არ გვინახავს
კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს მთავრობის მხრიდან, ჯერჯერობით არ გვინახავს იმედისმომცემი ნაბიჯები,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მინისტერიალისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ლიეტუვა ყოველთვის უჭერდა და უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამასთან, „სწრაფ გზაზე“ დაბრუნების გასაღები კვლავ საქართველოს მთავრობის ხელშია. „შეხვედრაზე ყველაზე იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელებთ, რომელიც დღის წესრიგში დგას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს იმაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომია, არ გვაქვს. უნდა ვიმუშაოთ სანქციების გაძლიერების, უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების კუთხით. როდესაც წევრობის სტატუსზე ვსაუბრობთ, სამწუხაროა იმის ყურება რომ საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები, როგორებიცაა მოლდოვა და უკრაინა, განსხვავებულ ლიანდაგებზე დგანან. ლიეტუვა ყოველთვის უჭერდა და უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას. თქვენთვის სწრაფ გზაზე დაბრუნების გასაღები კვლავ საქართველოს მთავრობის ხელშია. კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს მთავრობის მხრიდან უფრო პროაქტიული მოქმედებები, უფრო მეტი ენერგია და სიმტკიცე მსურს ვიხილო. ჯერჯერობით არ გვინახავს იმედისმომცემი ნაბიჯები და პროგრესი რომელიც საქართველოს ამ ლიანდაგზე გადაიყვანს, თუნდაც იმ ადამიანებისთვის ვინც მას მხარს უჭერს“,- განაცხადა ლანდსბერგისმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც იღებს მონაწილეობას.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)