03:51 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-09 17:47:10, 2289 ნახვა

ომი უკრაინაში
შსს - უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 30% დანაღმულია და მის სრულად გაწმენდას 10 წელი დასჭირდება

უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 30% დანაღმულია და მის სრულად გაწმენდას, დაახლოებით 10 წელი დასჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერი ჰაკობიანიმ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 174 ათასი კვადრატული კილომეტრი დღეს რჩება დანაღმული, ჩვენი სპეციალისტების ანალიზისა და შეფასებით. ეს არის ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 30%. დღეს უკრაინის დანაღმული ტერიტორია ოთხ შვეიცარიის ფართობს უდრის", - თქვა მან.

მისი თქმით, ეს ძალიან დემონსტრაციულად და ნათლად მეტყველებს უკრაინაში ნაღმებთან დაკავშირებული რეალურ ვითარებაზე.

„ჩვენ დასახული გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, რომ 10 წელიწადში შევძლებთ ამ ტერიტორიების გასუფთავებას. როგორც ჩანს, ბევრია, მაგრამ ასეთი ტიპის საქმისთვის ეს საკმარისი არ არის. მთავარია, რაზეც დღეს ვმუშაობთ, ჩვენი გაძლიერებაა“, - განაცხადა ჰაკობიანმა.

როგორც ცნობილია, ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიის განაღმვისთვის 1 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს.

იაპონია და კამბოჯა ასევე გეგმავენ დაეხმარონ უკრაინას ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics