|
2022-12-09 14:03:50, 1212 ნახვა
პოლიტიკა
ჩარკვიანი - ფსკერზე ისე არ უნდა დავეშვათ, რომ სააკაშვილი შემოგვაკვდეს - ეს იქნება საქართველოს დიდი სირცხვილი
ფსკერზე ისე არ უნდა დავეშვათ, რომ სააკაშვილი შემოგვაკვდეს - ეს იქნება საქართველოს დიდი სირცხვილი, - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. ჩარკვიანის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ნომერ პირველი პატიმარია. "მაქვს ინფორმაცია, რომ მიდის ერთგვარი ვაჭრობა - კი ბატონო, მთავარია, სამშობლოთი არ ივაჭრონ; მთავარია, ჩვენი ქვეყნით არ ივაჭრონ. უშუალო კავშირშია მიხეილ სააკაშვილთან ჩვენი ქვეყანა იმიტომ, რომ სააკაშვილის ვიღაცას მოსწონდა თუ არ მოსწონდა, რუსეთთან დაპირისპირებული პრეზიდენტი რომ იყო, ამას ხომ ვერავინ წაუვა, ეს ჭეშმარიტებაა. და თუ პუტინთან დაპირისპირებული პრეზიდენტია და საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მაშასადამე, ის აბსოლუტურად არის ნომერ პირველი პატიმარი პუტინის. ჩვენი ეროვნული სირცხვილი იქნება, რომ მესამე პრეზიდენტი მოგვიკვდეს - ელემენტარულად მორალის საკითხია, რომ ფსკერზე ისე არ დავეშვათ, რომ პუტინთან დაპირისპირებულ პრეზიდენტთან დაკავშირებით, რომლის აშენებული ქალაქები გვინახავს, რომ ეს ადამიანი შემოგვაკვდეს. ეს იქნება საქართველოს დიდი სირცხვილი", - აცხადებს თაკო ჩარკვიანი "მთავარ არხთან" საუბრისას. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა 14 დეკემბრის 11:00 საათისთვის გადაიდო.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)