01:23 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-09 09:31:14, 1113 ნახვა

საზოგადოება
გიული ალასანია სააკაშვილზე - ერთი თვე ვერ გასტანს და თუ სიკვდილი აქვს მისჯილი, გაგვაგებინონ

ძალიან უცნაურ განცხადებებს ვისმენდი, რომ ერთი თვე სჭირდება, ამდენი ხანი ვერ გასტანს უბრალოდ და თუ სიკვდილი აქვს მისჯილი, მაშინ გაგვაგებინონ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, წერილობით ფორმით წარმოდგენილი დიაგნოზები იძლევა საფუძველს ექსპრეზიდენტის გასათავისუფლებლად. 

"ძალიან მძიმე მდგომარეობაა, დღეს, მაგალითად, რომ არ ყოფილიყო ექთანი მოკვდებოდა ადამიანი. ვერ ჭამს საერთოდ, ორი ლუკმა როგორც კი შეჭამა დაეწყო გულისრევა, მერე იხრჩობოდა უბრალოდ. 

თხოვნა არის ასეთი, რომ ან გადავადება, ან საერთოდ გათავისუფლება, იმიტომ, რომ ის დიაგნოზები რომლებიც არის უკვე წერილობით ფორმით ხო წარმოდგენილი, სხვადასხვა ექსპერტებმა გასინჯეს, იძლევა საფუძველს გასათავისუფლებლად. 

დღეს ძალიან უცნაურ განცხადებებს ვისმენდი, რომ ახალ წლამდე და ერთი თვე სჭირდება თურმე და ასე შემდეგ, სრულიად მიუღებელია, ამდენი ხანი ეს ადამიანი ვერ გასტანს უბრალოდ და თუ გადაწყვიტეს, თუ სიკვდილი აქვს მისჯილი, მაშინ გაგვაგებინონ",- განაცხადა ალასანიამ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ.

სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული და მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. 

პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა. მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თუ „ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ დააყენებენ შუამდგომლობას, რათა სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში.

პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას და აქციას გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics