01:23 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-09 09:28:32, 1527 ნახვა

საზოგადოება
გიორგი სააკაშვილი - მიშა აუცილებლად დაიღუპება თუ არ მიეცემა საზღვარგარეთ დროული მკურნალობა

გადავდოთ პოლიტიკური შეხედულებები, დაგვიდექით გვერდით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე!, - საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს. 

გიორგი სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და მოხდება ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანა. 

"ძვირფასო საზოგადოების წევრებო, მოგმართავთ ყველას! გადავდოთ პოლიტიკური შეხედულებები, დაგვიდექით გვერდით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე! მიშა აუცილებლად დაიღუპება თუ არ მიეცემა დროული მკურნალობა საზღვარგარეთ. მე, იმედს ვიტოვებ სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და აგვარიდებს პრეზიდენტის სამარცხვინოდ სიკვდილს!",- წერს გიორგი სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ.

სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული და მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. 

პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა. მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თუ „ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ დააყენებენ შუამდგომლობას, რათა სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში.

პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას და აქციას გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics