18:23 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 14:58:44, 1454 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - უკრაინაში წასული მეომრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დისკუსიაც კი, ივანიშვილის რეჟიმის განაჩენია

უკრაინაში წასული მეომრებისთვის მოქალაეობის ჩამორთმევაზე დისკუსიაც კი, ივანიშვილის რეჟიმის განაჩენია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, უცნობია, "ქართული ოცნება" რეალურად გადადგამს თუ არა ამ ნაბიჯს.

„მე არ ვიცი და არ მგონია, ვინმემ ზუსტად იცოდეს, ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა ივანიშვილის რეჟიმი, რომ რეალურად ჩამოართვას მოქალაქეობა ადამიანებს, ვინც მაგალითს აძლევს ყველას, საკუთარი რწმენის, საქართველოს ინტერესებისა და თავისუფლების დასაცავად სიცოცხლის რისკზე წასვლით, მაგრამ თავისთავად ისიც კი, რომ ამაზე დისკუსია არსებობს და რომ ამ რეჟიმის ერთ-ერთი სპიკერი, პოლიტიკური არარაობა, ამ თემაზე პროაქტიულად საუბრობს, ეს უკვე განაჩენია იმ მრავალ განაჩენთან ერთად, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენ ქვეყანას გამოუტანა იმ სირცხვილით და ღალატით, რისი მოწმეებიც ვართ, შეიძლება ითქვას უკვე წლებია, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო თვეებია, რაც უკრაინაში აქტიური ფაზა დაიწყო ბოროტების იმპერიის კამპანიისა“, - ამბობს ბოკერია. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, უკრაინაში წასულ მეომრებს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics