|
2022-12-08 13:11:10, 2451 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი - სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას
ხელისუფლება უკრაინის საომარ მოქმედებებში წასული ქართველი ჯარისკაცების საპასუხოდ აცხადებს, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს. აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა გააკეთა. უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ იზრუნებენ, რათა "სხვისი ტყუილისა და სიცრუის გამო" საქართველოს მოქალაქეებს რაიმე საფრთხე არ შეექმნათ. "ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ეს ადამიანები უსინდისოდ ატყუებენ ჩვენს თანამოქალაქეებს, როდესაც სთავაზობენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას და ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები და არ აფრთხილებენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას. კანონით ეს არის განსაზღვრული, ჩვენ ცხადია ყველაფერს ვიზრუნებთ, რათა კანონის სხვისი ტყუილისა და სიცრუის გამო, ჩვენ მოქალაქეებს რაიმე საფრთხე არ შეექმნათ, ამიტომაც ეს არის ჩვენი ვალდებულება“, - განაცხადა იონათამიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა საკუთარი ნათქვამი იმის შესახებ, რომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქეები „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ. პრემიერმა დაადანაშაულა მედია მისი სიტყვების არასწორად ინტერპრეტირებაში, თუმცა დასძინა, რომ ომში არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან". მისივე თქმით, ომის ფრონტიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება კიდევ ერთი ნიშანია, რომ ეს ადამიანები არიან ასოცირებული ოპოზიციასთან. ამ განცხადებიდან მალევე, მისი პოზიცია გაიზიარეს გუნდის წევრებმაც. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე წაიყვანონ ფრონტის წინა ხაზზე, რის სანაცვლოდაც ანაზღაურებას სთავაზობენ.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)