03:08 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 17:35:48, 884 ნახვა

საზოგადოება
ჩხაიძე სააკაშვილზე - იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს - ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ

მიხეილ სააკაშვილი არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და  მისთვის სასურველ დღეებში. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო, ალბათ, არ, - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, კლინიკა მესამე პრეზიდენტის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს, თუმცა, "პაციენტზეც ბევრი რამეა დამოკიდენული". 

"მდგომარეობა არის სტაბილური, სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია, შესაბამისად, გრძელდება მკურნალობა... მისი დაავადებიდან გამომიდინარე, რა თქმა უნდა, პაციენტს უკეთდება ყველა სამკურნალო საშუალება, რაც დღეისთვის გამოიყენება. მოგეხსენებათ, მკურნალობა არის რთული პროცესი, ამიტომ ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული პაციენტზეც. კვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უნდა იკვებოს სრულფასოვნად და უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო, ალბათ, არ", - უთხრა ჟურნალისტებს "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა და დასძინა, რომ პაციენტს საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი უნდა ჰქონდეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics