|
2022-12-05 17:16:51, 1781 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში, ევროსტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობის მშენებლობა დაიწყო
ქედის მუნიციპალიტეტში, ევროსტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან ერთად მოინახულა. გარდამავალი პროექტის ფარგლებში აშენდება კაპიტალური შენობა, რომელიც აღჭურვილი იქნება წყლისა და კანალიზაციის სისტემით, შიდა ელ.მომარაგებით, გათბობა, გაგრილება ვინტილაციით, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელებით, ასევე სახანძრო უსაფრთხოების სისტემით. კეთილმოეწყობა გარე ფასადი და პარკინგის ადგილი. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მშენებელი 2016" ახორციელებს. მშენებლობაზე დასაქმებული არიან ადგილობრივები. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მრავალფუნქციური სახლის მშენებლობისთვის, ადგილობრივ ბიუჯეტში 344 197 ლარია გათვალისწინებული.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)