17:30 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-05 11:13:10, 1031 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - ერი მთავრობას ეხვეწებოდა იგლოვეო - მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე: „არ დაუვალებიათ და არ ვიტყვი“, „ახალ წელს ნუ მიფუჭებ“

 2022 წელს, 33 ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე და ერი მთავრობას ეხვეწებოდა იგლოვეო - და მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე: "არ ვიტყვი", "არ დაუვალებიათ და არ ვიტყვი", "ახალ წელს ნუ მიფუჭებ"- ამის შესახებ "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ხოშტარიას განცხადებით, ადამიანის სიცოცხლე ფასეულობას აღარ წარმოადგენს.

"რა პოლიტიკა და რა დემოკრატია და რა იდეალები. ადამიანის სიცოცხლე არ წარმოადგენს ფასეულობას. ისტორიის წიგნში რომ წაიკითხავს ბავშვი: საუკუნეების განმავლობაში ქართველები ეწირებოდენ იმპერიასთან ბრძოლას. 2022 წელს, 33 ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე და ერი მთავრობას ეხვეწებოდა იგლოვეო. ისინი კი არ გლოვობდნენ. პატივით დაასაფლავეც არა, იგლოვეო. თქვი, რომ სიკვდილი ცუდიაო, ოჯახს უთხარი "ვიზიარებო". და მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე: "არ ვიტყვი", "არ დაუვალებიათ და არ ვიტყვი",  "ახალ წელს ნუ მიფუჭებ"… ჩვენი ისტორიული მეხსიერება ბევრი რამით არის დამძიმებული და ახლა, ამ წუთებშიც მძიმდება და მძიმდება", - წერს ხოშტარია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, 3 დეკემბერს უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ. 24 თებერვლის შემდეგ, ომს სულ 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics