|
2022-12-05 10:23:58, 1048 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ცხედრის გარშემო მგლოვიარე ხალხი სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციებს უყურებს
მთელი გულით, სულით იმ ხალხთან ვართ, ვინც გლოვობს და პირადად მეც, რასაკვირველია, ვუსამძიმრებ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით განაცხადა. ვოლსკის თქმით, მგლოვიარე ხალხი "სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციებს" უყურებს. "არ მეგულება არავინ არც ხელისუფლებაში, არც მხარდამჭერებში, ვინც განიცდიან ცოტა ისეთი ნათქვამია, მთელი გულით, სულით იმ ხალხთან ვართ, ვინც გლოვობს და პირადად მეც, რასაკვირველია, ვუსამძიმრებ. ამ გლოვის ფონზე, ცხედრის გარშემო მგლოვიარე ხალხი უყურებს ამ სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციებს, რაც მეც, ჩემს მეგობრებს გვბოჭავს იმისთვის, რომ გავაგრძელო ამ თემაზე ლაპარაკი და პოლიტიკურ ასპექტში დავუპირისპირდე მეორე მხარეს, რომელიც უზნეოდ იქცევა. მე ვერ ვიტყვი, რომ გულწრფელი სინანული და გულწრფელი გლოვა არ არის, მაგრამ რეალურად ვხედავთ, რომ ამ თემის, ომის თემის ახლიდან წამოწევა, დღის წესრიგიდან არ იხსნება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში "იმედი LIVE". შეგახსენებთ, 3 დეკემბერს უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ. 24 თებერვლის შემდეგ, ომს სულ 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)