06:49 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-03 12:22:09, 1062 ნახვა

საზოგადოება
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს ონკო-გინეკოლოგიური აღჭურვილობა გადასცა

ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დღეს ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს ონკო-გინეკოლოგიური სერვისებისთვის საჭირო 142 000 ევროს ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა,ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 ღონისძიებას ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი ისკანდარ მინა, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი ლადო შელია, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე და კლინიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მინისტრის პირველმა მოადგილემ, სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა კარიტასის მისიის წარმომადგენლებს, აჭარაში სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებასა და ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით განხორციელებული არაერთი პროექტისთვის.

ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტი 2022 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა ონკო-გინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში. კერძოდ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა რუხისა და ბათუმის ჰოსპიტლები თანამედროვე ენდოსკოპიური აპარატურით აღჭურვა, ხოლო სამედიცინო პერსონალი უზრუნველყო შესაბამისი ტრენინგებით.

პროექტმა ასევე ხელი შეუწყო პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ცოდნის გაღრმავებას ონკო-გინეკოლოგიაში და კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics