08:34 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-01 17:20:19, 1073 ნახვა

საზოგადოება
ციფრული მმართველობის სააგენტომ GITI-ზე ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტები წარადგინა

ციფრული მმართველობის სააგენტომ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაზე უწყების მიერ ამ სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და ცვლილებების შესახებ პრეზენტაციები წარადგინა.

უწყების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების, ციფრული მმართველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებზე. კონფერენციაზე გაიმართა მსჯელობა საქართველოსა და, ზოგადად, რეგიონში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებზე, ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოების პროექტებსა და ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესზე. სააგენტოს წარმომადგენლებმა წარადგინეს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და პარტნიორობით მიმდინარე პროექტები.

პრეზენტატორებმა ისაუბრეს ინოვაციურ პროექტებზე, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო საჯარო მმართველობის პროცესში აქტიურად იყენებს. კონფერენციის მონაწილეები წარმატებული კიბერაქტივობებს გაეცნენ, მათ შორის, კიბერსერვისებსა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისთვის მიმდინარე პროექტებს: კიბერკლასი, ელექტრონული სწავლების პლატფორმა, Cyber Winter და სხვა. კიბერუსაფრთხოების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციების რეგიონული კონფერენცია „GITI 2022“ ორდღიანია. ღონისძიებაში 15-მდე ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. GITI ინფორმაციულ- საკომუნიკაციო სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიებაა. კიბერუსაფრთხოების კონფერენცია „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით, იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს პარტნიორობით მიმდინარეობს. ღონისძიება წელს მეთორმეტედ ჩატარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics